მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$16 მლრდ 90 წუთში - Alibaba-ს რეკორდული გაყიდვები "Singles' Day"-ზე

5dc909efc7b3f
მიხეილ ხაჩიძე
11.11.19 11:50
2588

Amazon-ის ჩინურმა კონკურენტმა Alibaba-მ ე.წ. „მარტოხელების დღეს“ (Singles Day) გაყიდვების ახალი რეკორდი დაამყარა. Singles Day-ზე, რომელიც ტრადიციულად 11 ნოემბერს იმართება, ჩინურმა ონლაინ-გიგანტმა პირველ საათნახევარში 16 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაყიდა. როგორც Bloomberg წერს, ეს მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებზე 32%-ით ანუ 12 მილიარდი დოლარით მეტია.



წლევანდელ „მარტოხელების დღეზე“  Alibaba-ს  პლატფორმაზე 200.000 ბრენდი იყო გასაყიდად გატანილი; ვაჭრობაში მონაწილეობა 500 მლნ ინტერნეტ მომხმარებელმა მიიღო, რაც წინა წლის მონაცემებს 100 მილიონით აღემატება.


აღსანიშნავია, რომ მთლიანი - 24-საათიანი ვაჭრობის მონაცემები ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა კომპანიაში დაახლოებით, 35 მილიარდ აშშ დოლარს პროგნოზირებენ. შედარებისთვის, 2018 წლის „მარტოხელების დღეს“ Alibaba-მ $30 მლრდ გამოიმუშავა.

 


ჯეკ მას დაარსებული კომპანიის გაყიდვების, დაახლოებით, ნახევარ მილიარდი მომხმარებელი საცალო გაყიდვებზე მოდის. ონლაინ საიტით გაიყიდა iPhone-ის სმარტფონები, მაცივრები, ტელევიზორები და სხვა საოჯახო თუ საყოფაცხოვრებო ნივთები. წელს "ალიბაბამ" ტრადიციულად გაყიდვების სარეკლამო კამპანიაც ჩაატარა, სადაც ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი და ჩინელი შემსრულებელი G.E.M. მონაწილეობდნენ.

 


Alibaba „მარტოხელების დღეს“ 2009 წლიდან მართავს. ჯეკ მამ 17 პარტნიორთან ერთად, ჩინური საცალო გაყიდვების ინტერნეტ კომპანია Alibaba 1999 წელს დააარსა. 20 წლის შემდეგ, კომპანია სახალხო რესპუბლიკაში ყველაზე ძვირადღირებული გახდა; მისი საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, 460 მილიარდი დოლარია და 66,000 ადამიანს ასაქმებს.




შეგახსენებთ, ჯეკ მა Alibaba-s დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან სექტემბერში ნებაყოფლობით გადადგა. პოსტიდან წასვლის შემდეგ, მილიარდერი გეგმავდა იმ საქმეს დაბრუნებოდა, რითიც თავისი კარიერა დაიწყო, კერძოდ, სკოლაში ინგლისური ენა და ლიტერატურა ესწავლებინა. ამასთან, გადადგომის შემდეგ, მილიარდერს სურს დროის დიდი ნაწილი და ენერგია ქველმოქმედებას მოახმაროს.



აღსანიშავია, რომ წელს, Alibaba–ს დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი Forbes–ის ჩინეთის უმდიდრესი მილიარდერების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. ჯეკ მას ქონება 38.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 3.6 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.