08.აგვისტო .2022 13:03

16 საკითხი, რომლებსაც მინისტრთა კაბინეტი მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილავს

16 საკითხი, რომლებსაც მინისტრთა კაბინეტი მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილავს
views 864
უკან

დღეს, 14:00 საათზე საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 16 საკითხს განიხილავს.

აღსანიშნია, რომ განსახილველი საკითხებიდან 12 ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი წარადგენს. მომხსენებელთა შორის არიან ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და განათლების მინისტრებიც.

დღის წესრიგით განსახილველი საკითხები:

1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკისა მინისტრი ლევან დავითაშვილი;

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” (1) - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;


3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” (2) - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;


4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტრანს ლოგისტიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „საერთაშორისო სავაჭრო ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირი გოჩა ძნელაძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ მალხაზ მახოშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 თებერვლის №184 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგი“-ს შორის 2009 წლის 26 ივნისს დადებულ „ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებული ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხელშეკრულება - დამატება N4-ში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგი”-ს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისათვის ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ევროლაინს’’ შორის „ქვეშხი ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“ - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ენერგრინს’’ შორის ,,ვალე ჰესის’’ შესახებ 2021 წლის 23 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „წყლის რესურსების კომპანიაზე’’ გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის N185 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტები „პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ” (2 პროექტი) - მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;

14. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” - მომხსენებელი: განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი;

15. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” - მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;

16. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” - მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა