მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17-18 სექტემბერს ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მეორე ნაწილი ონლაინ ფორმატით გაიმართება

5f0d4986cce52
თელარა გელანტია
14.07.20 10:46
822
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა 53-ე ყოველწლიური შეხვედრის მეორე ნაწილი ონლაინ ფორმატით 17-18 სექტემბერს გაიმართება.

როგორც bm.ge-ის ADB-დან აცნობეს, ღონისძიება ფორმალურ ბიზნეს სესიას და შერჩეულ საინფორმაციო-გაცნობით ღონისძიებებს ითვალისწინებს.

„კორონავირუსის პანდემიის (კოვიდ-19) პირობებში, როდესაც ADB-ის ბევრ წევრ ქვეყანას მგზავრობაზე შეზღუდვა აქვს დაწესებული და ჯანმრთელობისთვის არსებლი რისკების გათვალისწინებით, აზიის განვითარების ბანკმა და კორეის მთავრობამ მიიღეს გადაწყვეტილება არ ჩაატარონ პირისპირ შეხვედრა ინჩეონში,“ - განახცადა აზიის განვითარების ბანკის მდივანმა ეუჯინ ჟუკოვმა.

ADB-ის ინფორმაციითვე, კორეის რესპუბლიკამ შემოიტანა წინადადება აზიის განვითარების ბანკის 56-ე ყოველწლიური შეხვედრის ინჩეონში 2023 წლის მაისში მასპინძლობაზე. ბანკის მმართველთა საბჭო ამ შემოთავაზებას 18 სექტემბერს ონლაინ შეხვედრისას განიხილავს.

ცნობისთვის:53-ე ყოველწლიური შეხვედრის პირველი ეტაპი მოიცავდა მხოლოდ მმართველთა შეხვედრას, რომელიც 22 მაისს ჩატარდა, სადაც მმართველებმა დაამტკიცეს აზიის განვითარების ბანკის ფინანსური ანგარიში და სუფთა მოგების გადანაწილება ბანკის მოთხოვნების შესაბამისად.

„ADB აქტიურად ეხმარება მის წევრ ქვეყნებს კოვიდ-19-ით გამოწვეული ზეგავლენის დაძლევაში 13 აპრილს გამოცხადებული საპასუხო ქმედებების ყოვლისმომცველი $20 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პაკეტით. მიმდინარე დახმარების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ADB-ის ვებგვერდს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი”, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.