მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17 და 18 ივლისს Qatar Airways-ი საქართველოში ჩარტერულ ფრენას შეასრულებს

5f0aecb80f31b
შოთა ტყეშელაშვილი
12.07.20 14:51
1318
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, კატარის უმსხვილესი ავიაკომპანია - Qatar Airways-ი დოჰა-თბილისი-დოჰას შორის ჩარტერულ ფრენას შეასრულებს. უწყების ინფორმაციით ფრენის შესახებ ნებართვა დღეს გაიცა. 

"მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთაც ბილეთები შეძენილი აქვს ავიაკომპანია „Qatar Airways”-ის დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დღეს, 12 ივლისს გაიცა. ფრენა Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება:

• 17 ივლისი, დოჰა - თბილისი (გამოფრენა 20:10, მოფრენა 18 ივლისი, 00:15);
• 18 ივლისი, თბილისი - დოჰა (გაფრენა 03:15)

აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.

სხვა მიმართულებებზე ჩარტერული რეისის დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი,"- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ საზღვარი 5 ქვეყანასთან - საფრანგეთთან, გერმანიასთან, ესტონეთთან, ლიტვასთან და ლატვიასთან გახსნა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისთვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა არ ესაჭიროებათ. სხვა ქვეყნების მოქალაქეთათვის კი 14-დღიანი კარანტინის ვალდებულება კვლავ ძალაშია.