მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17 ნოემბრის კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში

5fb415eccae5f
თამთა ჯიჯავაძე
17.11.20 23:50
903
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 17 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 85 952 შემთხვევაა დადასტურებული.

მხოლოდ დღეს ზრდა 3 117 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 68 929-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 778-ს შეადგენს. მხოლოდ დღეს ვირუსს 45 პაციენტი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, 17 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 797 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 351 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 5 662 პირია.