მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17 სექტემბერს აქცია გაიმართება - რა სურს ტურისტულ სექტორს?

5f573701a0817
ინგა მურუსიძე
08.09.20 12:30
2821
17 სექტემბერს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ. როგორც BM.GE-ს გიდმა, ალექსანდრე გიორგიძემ განუცხადა, აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან, 19:00 საათზეა დაგეგმილი და სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია შეუერთდეს მას.

აქციის ძირითადი მოთხოვნებია:

- საზღვრების გახსნა მწვანე ქვეყნებთან;

კარანტინის გაუქმება და თვითიზოლაციით შეცვლა, ვინაიდან აქციის ორგანიზატორების შეფასებით, მიდგომა არის დისკრიმინაციული და თანხაც ბევრი იხარჯება.

„ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაგალითად იტალიაში, საერთოდ არ არის კარანტინი. მიდგომა დისკრიმინაციულია, ქართველი ჩამოდის და კარანტინში რჩება, უცხოელებს კი PCR ტესტი დაუმატეს. კარანტინს, თან ამ ფორმით, არავითარი გამართლება არ აქვს“.

 - ტურიზმის სექტორის ფასადურ მხარდაჭერაზე უარის თქმა;

მუშაობის დაწყება იმაზე, რომ ფრენების სიხშირეები გაიზარდოს და დაიწყოს მუშაობა, რომ „ვიზეარმა“ ბაზა კვლავ დააბრუნოს.

ალექსანდრე გიორგიძე ამბობს, რომ „თუ ახლა ფრენები არ გაიხსნება, ქვეყანაში საახალწლო სეზონი აღარ იქნება“.

- დაკმაყოფილდეს ტურიზმის სექტორში დასაქმებული,პანდემიისგან დაზარალებლი მოქალაქეების სოციალური მოთხოვნები.