15.სექტემბერი .2019 14:41

17 სექტემბერს NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარმოადგენს

views 220
უკან

სამშაბათს, 17 სექტემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ეკონომიკასთან, ჯანდაცვასთან, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის პრეზენტაცია 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.

კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს (ხუთშაბათს) გამოქვეყნდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა