მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17 წლამდე ბავშვები მთავრობისგან ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ - პრემიერი

5f2bb266b2b88
ვიქტორია მღებრიშვილი
06.08.20 11:22
16012
17 წლამდე ბავშვები მთავრობისგან ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ეს დახმარება საქართველოს მოქალაქე 17 წლამდე ბავშვებს სწავლის დაწყებამდე ან სწავლის პროცესში დაერიცხებათ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში და რა თქმა უნდა სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის დაწყების პროცესში.

საქართველოს ყველა მოქალაქე ბავშვი 17 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.