კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების 179 ფაქტი თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად 4886 აქტიური შემთხვევაა და მათგან კრიტიკულად მძიმეა 63 პაციენტი, ხოლო 62 არის მართვით სუნთქვაზე.
„საბედნიეროდ, აჭარაში შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათში იქ სულ 190 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თბილისში - 179, იმერეთში - 91, ქვემო ქართლში - 28, შიდა ქართლში - 10, კახეთში - 11, მცხეთა-მთიანეთში - 3, გურიაში - 3 და სამცხე-ჯავახეთში -1“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისივე ინფორმაციით, 6 გარდაცვლილიდან გორში გარდაიცვალა 58 წლის ქალი, ბათუმში 68 წლის ქალი, ქობულეთში 55 და 61 წლის ქალბატონები და ქუთაისში 81 წლის ქალი. მისი თქმით, ყველა მათგანს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
„თბილისში შემთხვევების მატება განაპირობა გაუფრთხილებლობამ. ყველაზე საშიში მოსახლეობის სიმჭიდროვის გამო არის თბილისი, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აქ შემთხვევები არ გავრცელდეს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი