კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 179-ით, 2937-მდე გაიზარდა. Stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსისგან 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ეს მაჩვენებელი 1422 -ს შეადგენს.
განახლებული სტატისტიკა კი ასეთია:
გარდაცვლილი - 19
კარანტინის რეჟიმში - 6633
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.