მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18-20 ივნისს ზუგდიდში სტარტაპკვირეული ჩატარდება

60c70aec0e9db
თელარა გელანტია
15.06.21 10:40
1419
18-20 ივნისს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სტარტაპკვირეული ჩატარდება.

როოგრც bm.ge-ს USAID-დან აცნობეს, კვირეული აერთიანებს 15-ზე მეტ მოწვეულ სპიკერს და ამდენივე ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაცას, სადაც სტარტაპეკოსისტემის მოთამაშეები, მეწარმეები, პარტნიორი ორგანიზაციები, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ საქმიან კავშირებს სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

კვირეულის ფარგლებში გაიმართება ინოვაციური იდეების კონკურსი „იდეათონი“ და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. ასევე მოეწყობა სამეწარმეო გამოფენა, სადაც დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი პროდუქცია გააცნონ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ დონორ ორგანიზაციებს: (USAID/Georgia, Startup Grind Tbilisi და ა.შ.) კვირეულის მონაწილეებს და ნებისმიერ მსურველს, რომელიც ადგილზე მოვა 20 ივნისს ზუგდიდის ტექნოპარკში.

სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ 16-35 წლამდე ახალგაზრდებს, ექნებათ: 500, 1000 და 5000 ლარის გრანტის მოგების შესაძლებლობა „იდეათონი“-ს ფარგლებში. კვირეული USAID ზრდა პროქტი საქართველოში და სტარტაპ გრაინდ თბილისის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იმართება და მისი მიზანი სამიზნე რეგიონებში (ახალციხე, მარნეული, გორი, ზუგდიდი) დამწყები მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა და სამეწარმეო ეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

რეგიონში სტარტაპკვირეულს ორგანიზებას უწევს „პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ზუგდიდის ტექნოპარკი, სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია და გარდემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი. კვირეულის ფარგლებში დამწყები მეწარმეები და სტარტაპები გაეცნობიან ყველა შესაძლებლობას, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე. ასევე, მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს მაღალკვალიფიციური მენტორებისგან იდეათონის ფარგლებში.

• 18 ივნისი - დღის თემა: სამეწარმეო ეკოსისტემის როლი რეგიონის განვითარებისთვის და წარმატების ისტორიები;
• 19 ივნისი - დღის თემა: სტარტაპი & დაფინანსების წყაროები / ტრენინგები;
• 20 ივნისი - დღის თემა: მეწარმეობა პრაქტიკაში & მომავლის პერსპექტივები / გამოფენა-გაიყდვა; იდეათონის გამარჯვებულების გამოვლენა.