მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18 759 ინფიცირებულიდან 8674 ბინაზე მკურნალობს - მთავრობა

5fbf5441265a8
ინგა მურუსიძე
26.11.20 11:05
665
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 759 მათ შორის, მათგან 6 165 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 920 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8 674 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 037ადამიანი, მათ შორის, თბილისში-412, აჭარაში-1 035, ხოლო იმერეთში-33.

"სულ 6 ოქტომბრიდან - 25 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-18 029 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 516 ადამიანი, მათ შორის თბილისში-17 841 პირი, აჭარაში-14 605, იმერეთში-4 782“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.