მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18 აპრილიდან Wizz Air საქართველოში ფრენებს განაახლებს

60759b83728e2
ინგა მურუსიძე
13.04.21 17:19
2066
უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება. BM.GE-ს ინფორმაციით, Wizz Air-ი ავიარეისებს 18 აპრილიდან განაახლებს. პირველი რეისი ვილნიუსი-ქუთაისის მიმართულებით განხორციელდება, ხოლო შემდეგ - ვარშავა-ქუთაისის მიმართულებით. 

აღნიშნულის გადასამოწმებლად კომპანია „ვიზეარს“ დავუკავშირდით, თუმცა კომპანიაში ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ. 

შეგახსენებთ: უნგრული ავიაკომპანიის მიერ ფრენების დაწყებას ჯერ კიდევ მარტის ბოლოდან აანონსებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. როგორც ის 4 მარტს აცხადებდა, „ვიზეარი“ კვირაში 45 ფრენას 20 მიმართულებით შეასრულებდა, თუმცა ეს ინფორმაცია იმავე დღეს თავად ავიაკომპანიამ უარყო. მაშინ კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ bm.ge-ს უთხრა, რომ ქუთაისიდან “ფრენების აღდგენის კონკრეტულ თარიღზე საუბარი ძალიან ნაადრევი იყო”.