მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18 ახალი ინფიცირებულიდან 11 იმპორტირებულია - მარინა ეზუგბაია

5f4ca4530c9a3
ინგა მურუსიძე
31.08.20 11:20
1065
18 ახალი ინფიცირებულიდან 11 იმპორტირებულია, ხოლო 7 არსებულ ინფიცირებულებთან კონტაქტები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„18 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ხოლო 11 შემოტანილი შემთხვევა,მათგან 2 არის სატვირთოს მძღოლი. დღეს კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 220 პაციენტი, გვყავს 3 კრიტიკულად მძიმე და 21 მძიმე პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სამ თანამშრომელს, რომელთაც ვირუსი დაუდასტურდათ, ეზუგბაია ამბობს, რომ ეს სამი შემთხვევა არ იძლევა საფუძველს ითქვას, რომ ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა.

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. აქ აუცილებელია კონტაქტების დადგენა, რის შემდეგაც შეიძლება ვისაუბროთ ეს ახალი კლასტერია, თუ არსებული კლასტერების მეორეული და მესამეული გადაცემის შემთხვევები“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ინფორმაციისთვის: დღეს კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 19 პაციენტი გამოჯანმრთელდა.