მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18%-ით შემცირდა ბრუნვა - ასოციაცია აზარტული თამაშების რეგულაციაზე

6290acb8609a4
BM.GE
27.05.22 22:00
862
2022 წელს აზარტული თამაშების სექტორი ახალი რეალობის პირობებში შეხვდა. პირველი მარტიდან 25 წლამდე პირებს და საჯარო მოხელეებს თამაშის უფლება აეკრძალათ, ასევე აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირებაც. 1 იანვრიდან შეიცვალა ონლაინ-თამაშების დაბეგვრის წესი. კერძოდ კი მათ უწევთ მოგების გადასახადის სახით გადაიხადონ მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%, ანუ GGR-ის 10%.

რეგულაციის ეფექტის შესახებ BMG-სთან აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი მამულაიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, სპორტული ფსონების მიმართულებით ბრუნვის უკვე 18%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

ყველაზე მწვავე გამოწვევად ასოციაცია უცხოური სისტემების მიერ საქართველოს ბაზარზე გააქტიურებას ასახელებს. მამულაიშვილი აცხადებს, რომ კანონით ამ კომპანიების ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობა აკრძალულია, თუმცა მათი საქმიანობა მაინც არ შეზუდულა.

“სპორტის ნაწილში ბრუნვა 18%-ით შემცირდა. შესაბამისად, 5%-დან 9%-მდე შემცირდა მოგების გადასახადი წინა წლებთან შედარებით. ეს არის 7%-იანი გადასახადი, რომელიც იბეგრება ფსონებიდან მიღებული თანხებიდან. ეს სტატისტიკა უფრო უკეთესად გამოჩნდება მომდევნო კვარტლებში, რათა სრული ანალიზი გავაკეთოთ, ასევე აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტორს, რომ სრული შეზღუდვა შემოვიდა 1 მარტიდან.

ნურავის ექნება ილუზია, რომ გაცილებით ნაკლები ადამიანი თამაშობს, ეს ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ ბევრი უცხოური საიტი შემოვიდა საქართველოში, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს ლიცენზია და არ აქვს უფლება საქართველოს ტერიტორიაზე იოპერიროს. ეს არის არალიცენზირებული საიტები და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ის გამოთავისუფლებული კატეგორია გადაიყვანონ თავიანთ სერვისებზე. ამის ნათელი მაგალითები გვაქვს და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონი არ მუშაობს, რადგანაც საკმაოდ დიდი მიმართვიანობაა, ასეთმა საიტებმა დაიწყეს ადგილობრივი სპორტული გუნდების ფინანსირებაცდა შესაბამისად მე ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ უცხოური კომპანია, რომელსაც ინტერესი არ აქვს საქართველოს ბაზარზე, უბრალოდ კეთილი მიზნებით აფინანსებს ქართულ კლუბს.

თქვენც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და sms-ვერიფიკაციის გავლით ითამაშოთ. ბევრი ასეთი საიტი არსებობს. ჯამში 23 ნოემბრის შემდეგ 133 საიტმა თარგმნა თავისი კონტენტი ქართულად,”- აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.