მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18 კანონპროექტი, რომელთა განხილვა/კენჭისყრა 4 სექტემბრამდე იგეგმება

5f4f438eb6a60
შოთა ტყეშელაშვილი
02.09.20 11:30
1075
მეცხრე მოწვევის პარლამენტმა პირველ სექტემბერს საშემოდგომო სესია გახსნა. დღის წესრიგის მიხედვით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტი არაერთი ახალი კანონპროექტის კენჭისყრას გეგმავს, რომლებიც ქვეყანაში დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის ურთიერთობებს ახლებურად მოაწესრიგებენ. მათ შორისაა შრომის კოდექსის განახლებული ვერსია და შრომის ინსპექციის შესახებ კანონი, რომლითაც ინსპექციის უფლება-მოსილებების მნიშვნელოვნად გაფართოვება იგეგმება. შრომის საკითხების გარდა, დაგეგმილია ისეთი კანპროექტისთვის კენჭისყრა, როგორიცაა მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი.

კანონპროექტები, რომელთა კენჭისყრაც 1- 4 სექტემბრის სხდომებზე იგეგმება:

1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, (#07-3/156, 19.04.2018), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ დანელიას, გიორგი ვოლსკის, კახაბერ კუჭავას, ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ კუჭავა)

(კანონის პროექტი არეგულირებს საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებთან დაკავშირებულ საკითხებს)

2. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/448, 27.04.2020), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ცქიტიშვილის, სოფიო კილაძის, დავით მათიკაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის, თამარ ხულორდავას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე)

(ორგანული კანონის პროექტით ახლებურად წესრიგდება შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვასთან, ინდივიდუალურ შრომით ურთიერთობებთან, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან და სამუშაოს შესრულებასთან, შვებულებასთან, შრომის ანაზღაურებასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გამართვასთან, აგრეთვე სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან დაკავშირებული საკითხები)

3. საქართველოს კანონის პროექტი „შრომის ინსპექციის შესახებ“, II მოსმენა

(კანონის პროექტი განსაზღვრავს შრომის ინსპექციის სამსახურის სამართლებრივ სტატუსს, საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს, შრომის კანონმდებლობის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფას, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შრომის კანონმდებლობის დარღვევისათვის და გასაჩივრების წესს, შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილებებს და ამ უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს)

4. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, იქმნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შრომის ინსპექცია. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება აისახება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში)

5. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, იქმნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შრომის ინსპექცია. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება აისახება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში)

6. საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტთან „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. კეძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომის კოდექსის კონკრეტულ მუხლზე მითითებისას იცვლება ნუმერაცია)

7. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(ორგანული კანონის პროექტის თანახმად, პროფესიული კავშირის დაფუძნებისთვის საჭირო იქნება სულ ცოტა 25 პირის ინიციატივა)

8. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, იქმნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შრომის ინსპექცია. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსში)

9. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, კანონის პროექტით წესრიგდება კოლექტიური შრომითი დავისას მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებაში სასამართლოს მონაწილეობასთან და გაფიცვასთან ან ლოკაუტთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საკითხები)

10. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, იქმნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შრომის ინსპექცია. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება აისახება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში)

11. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, იქმნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შრომის ინსპექცია. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება აისახება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში)

12. საქართველოს კანონის პროექტი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტულ ნორმათა მოთხოვნები არ გავრცელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „შრომის კოდექსი“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე, გარდა „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტული ნორმით გათვალისწინებულია შემთხვევისა)

13. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე მოიაზრება მთავარი შრომის ინსპექტორი, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე და მოადგილეები)

14. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(რეგლამენტის პროექტის თანახმად მთავარი შრომის ინსპექტორი წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შესახებ)

15. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება აგრეთვე განმცხადებელი, რომელიც ითხოვს კოლექტიური შრომითი დავისას მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებას)

16. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(კანონის პროექტით რეგულირდება საჯარო სამსახურში სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელის თანამდებობრივი სარგოსა და საკლასო დანამატის შენარჩუნებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, კანონის პროექტის თანახმად საჯარო მოხელეზე აგრეთვე გავრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ კონკრეტული ნორმები)

17. საქართველოს კანონის პროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/401, 02.10.2019), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(კანონის პროექტის თანახმად ხდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია. კერძოდ, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები დაიყოფიან 3 კატეგორიად. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. გარდა ამისა კანონის პროექტით ხდება შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის)

18. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/496, 06.07.2020), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ორ ახალ საფუძველს. კერძოდ, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ: არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი - შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. გადავადება განხორციელდება მხოლოდ ერთხელ; არის აპლიკანტი, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე).