მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18 მაისიდან სილამაზის სალონები გაიხსნება - პრემიერი

5ebcefd45e8db
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.20 11:12
1657
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ 18 მაისიდან სილამაზის და ესთეტიკის სალონები გაიხსნება.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ, გარკვეული ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებით ცოტა ადრე გავაკეთოთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიკის სალონები, რაც ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.