მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"18 მაისისთვის მომზადებას მოვასწრებთ" - სალონების ფედერაცია

5ebd1e92b1fd9
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.20 15:00
1224
სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტის თამარ შარაშენიძის განცხადებით, 18 მაისს სალონები გახსნისთვის მომზადებას მოასწრებენ. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა.

„ჩემი ინფორმაციით, ამ წესებში არაფერია ისეთი, რის მოგვარებასაც სალონები ერთ დღეში ვერ შეძლებენ, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტორი მზად არის“, - განაცხადა თამარ შარაშენიძემ.

სალონების ფედერაციის პრეზიდენტი სალონებში რეგულაციების შესახებ დამატებითი კონკრეტიკისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ დღეს, როდესაც მას ხელთ ექნებათ ეს წესები, დეტალებზე საუბარს შეძლებენ. მისი თქმით, მას მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა სალონის წარმომადგენელთან და ასევე ბიზნესომბუდსმენთან და სალონები რეგულაციების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, რადგან სწორედ მათი რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა ეს რეგულაციები.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით სილამაზისა და ესთეტიკის სალონები დაგეგმილზე ადრე, 18 მაისს იხსნება. 

„ნაკლები ადამიანი, ელექტრონული რიგი“ - როგორ იმუშავებენ სილამაზის სალონები?