მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18 მარტს ქვეყნის მასშტაბით ექიმებს ტაშს აივნებიდან ერთად დაუკრავენ

5e6fd3b98d07d
თამთა ჯიჯავაძე
17.03.20 00:20
2097
საქართველოში 18 მარტს ექიმებს ტაშს აივნებიდან ერთად დაუკრავენ. აღნიშნული ინიციატივით მოხალისეთა ჯგუფი გამოვიდა. შესაბამისი ღონისძიება „ფეისბუქზე“ დაიგეგმა.

„შემოგვიერთდით და ერთად ვუთხრათ მადლობა სამედიცინო პერსონალს ჩვენს ჯანმრთელობაზე დაუღალავი ზრუნვისთვის!

18 მარტს, 21:00-ზე, მთელს საქართველოში, გამოვიდეთ აივნებზე, გავაღოთ ფანჯრები და ტაში დავუკრათ ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რადგანაც ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ“, - წერია ღონისძიების აღწერაში.