მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18 ნოემბრიდან "საქმიანი დილა","ანალიტიკა" და "საქმის კურსი" განახლებული დროით TV "პირველზე"

5dcbf2b06f2f0
თელარა გელანტია
13.11.19 20:00
3100
18 ნოემბრიდან BMG-ის გადაცემები - "საქმიანი დილა", “ანალიტიკა“ და „საქმის კურსი“ TV “პირველის“ ეთერში განახლებული დროით გავა.

"საქმიანი დილა" ნაცვლად 08:00 საათისა, 18 ნოემბრიდან 07:30 საათზე დაიწყება და 10:50 საათამდე გაგრძელდება. 3,5-საათიან ეთერში გადაცემის წამყვანები ტრადიციულად, გიორგი ისაკაძე და ანნა ლაპიაშვილი იქნებიან, თუმცა BMG გეგმავს თავისი რეპორტიორების აქტიურ ინტერგრაციას “საქმიანი დილის“ ფარგლებში თანაწამყვანის ამპლუით BMG-ის ერთ-ერთ სახესთან - ბექა ბაციკაძესთან ერთად.

“ბიზნესმედია საქართველო” აგრძელებს საზოგადოებისთვის ცნობილი ანალიტიკოსების, ინდუსტრიის ლიდერების და ეკონომისტების მიერ საავტორო რუბრიკების წარმოდგენას.

2019 წლის ბოლომდე ეთერში კიდევ რამდენიმე ახალი რუბრიკა გავა, რომელსაც გიორგი მოლოდინაშვილი (“საუბრები ავიაციაზე”) და ეკატერინე ციმაკურიძე (“დემოკრატიის ინდექსი”) წარმოგიდგენენ. ცხადია, მაყურებელი ტრადიციულად მიიღებს ინფორმაციას საავტორო რუბრიკის ფარგლებში ნინო ზამბახიძისგან, ალექსი პეტრიაშვილისგან, მანანა მანჯგალაძისგან, მაია სიდამონიძისგან და ივა ჭყონიასგან.

BMG აგრძელებს თანამშრომლობას საინვესტიციო ბანკ “Galt & Taggart”-ის ანალიტიკოსებთან, ისევე როგორც გრძელდება კომპანია m2-ის დეველოპერული რუბრიკა და ლევან თაღიაშვილის საავტორო რუბრიკა “სტარტაპერი”, რომელსაც TBC სთან ერთად ყოველკვირეულად წარმოგიდგენთ. წლის ბოლომდე გრძელდება კიდევ ერთი საავტორო რუბრიკა, რომელსაც HR HUB-ის დამფუძნებლები ანა ნავდარაშვილი და ანი გზირიშვილი წარმოადგენენ.

18 ნოემბრიდან ნაწილობრივ განახლებული ქრონომეტრაჟით და ფორმატით tv “პირველზე” გააგრძელებს ტრანსლირებას ელენე კვანჭილაშვილის საავტორო ტელეპროექტი “ანალიტიკა“ (ყოველ პარასკევს) და „საქმის კურსი“ ბექა ბაციკაძესთან და დავით ჯალაღონიასთან ერთად. ყოველ სამუშაო დღეს “საქმის კურსი” კვლავ ეთერშია 13:40 საათსა და 17:40 საათზე ტრადიციულად ბექა ბაციკაძესთან და BMG-ის ჟურნალისტებთან ერთად, ხოლო შუაღამით, ზუსტად 24:00 საათზე, Tv “პირველზე” საინფორმაციო და პოლიტიკური თოქ-შოუების დასრულებისთანავე, დღის ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნეს და ეკონომიკურ სიახლეებს მაყურებელი “საქმის კურსის” შემაჯამებელი 15-წუთიანი კოლაჟით იხილავს.

ყოველდღიურ ტელეგადაცემას „საქმის კურსი“ დაემატება ახალი რუბრიკა #ინვესტორი, (წამყვანი სალომე მეცხვარიშვილი) უკვე ტრადიციულ ტელე-რუბრიკებთან ერთად: #BMG4BUSINESS, #მხოლოდქართული, #BMG4STARTUP.

გარდა ამისა, ყოველ პარასკევს, “საქმიანი დილის“ 10:00 საათიან ბლოკს BMG-ის გუნდთან ერთად გახსნის ელენე კვანჭილაშვილი და ეკონომიკასა და ბიზნესზე კვირის მნიშვნელოვან თემებს წარმოადგენს. კვანჭილაშვილის გადაცემა “ანალიტიკა” მთელი პარასკევის განმავლობაში დაიწყება იგივე დროს - 13:40 საათსა და 17:40 საათზე, ისევე როგორც დღის ბოლოს, შუაღამეს იხილავთ “ანალიტიკას” შემაჯამებელ კოლაჟს კვირის მთავარი თემებით.

BMG (ბიზნეს მედია საქართველო) ემზადება 2020 წლის ახალი სატელევიზიო სეზონისთვის. ჩვენ აქტიური მოლაპარაკების რეჟიმში ვართ სხვადასხვა ტელეკომპანიებთან, რათა ჩვენი სხვა ტელეპროექტები, მათ შორის გიორგი ისაკაძის საავტორო ტელეპროექტი - “Forbes კვირა”, რომელსაც ტელემაყურებლები და BMG-ის გულშემატკივრები წლის ბოლომდე იხილავენ.

BMG ახალი მედია და ანალიტიკური პროდუქტების პრეზენტაციას უახლოეს კვირებში გეგმავს.