მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის სასამართლომ IKEA $1.2 მილიონით დააჯარიმა

60c8aa25a9e76
ნათია თაქთაქიშვილი
15.06.21 21:21
768
საფრანგეთის სასამართლომ მსოფლიოში ცნობილი ავეჯის მწარმოებელი ბრენდი IKEA 1.2 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა. კომპანიას ბრალი საფრანგეთის მაღაზიების თანამშრომლების ჯაშუშობაში ედება. ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

საფრანგეთის სასამართლოს განცხადებით, კომპანია წლების განმავლობაში არღვევდა თანამშრომელთა უფლებებს და არ იცავდა მათ კონფიდენციალურობას. სასამართლოს ცნობით, კომპანიაში თანამშრომელებზე ჯაშუშობა 2009-2012 წლებში მიმდინარეობდა, თუმცა, კონფიდენციალურობის დარღვევის ტაქტიკა სათავეს 2000 წლებიდან იღებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით IKEA Group-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ IKEA-მ დაგმო საფრანგეთში მათი წარმომადგენელი ჯგუფის ქცევა და საჯარო ბოდიშის შემდეგ განაცხადა, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორდება.

IKEA Group-ს საფრანგეთის მასშტაბით 10,000 თანამშრომელი ჰყავს.