მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$188 მილიონის ფულადი გზავნილი მაისში - რომელი ქვეყნებიდან გადმოირიცხა ფული?

60c85f6425072
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.21 12:10
1775
2021 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 187.7 მლნ აშშ დოლარი (634.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4%-ით (55.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების რეიტინგში კვლავ იტალია ლიდერობს, რომლიდანაც მაისის განმავლობაში სულ $31.9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. წინა წელთან შედარებით იტალიიდან შემოსული გზავნილების მოცულობა 16%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა რუსეთი, საიდანაც $31.8 მილიონი გადმოირიცხა. რუსეთის შემთხვევაში წლიური მატება 61%-ია.

ქვეყნები, საიდანაც მაისში ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა:

1. იტალია - $31.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%
2. რუსეთის ფედერაცია - $31.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 61%
3. აშშ - $24.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 59%
4. საბერძნეთი - $20.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%
5. ისრაელი - $14.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%
6. გერმანია - $9.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 70%
7. უკრაინა - $7.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 110%
8. აზერბაიჯანი - $7.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 115%
9. თურქეთი - $7.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან -2%
10. ესპანეთი - $4.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%
11. საფრანგეთი - $3.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 65%
12. ყაზახეთი - $3.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან 347%
13. პოლონეთი - $2.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25%
14. კანადა - $2.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან 45%
15. გაერთიანებული სამეფო - $1.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 86%.

საქართველოს ეკონომიკა ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რადგანაც გზავნილები ქვეყნის მშპ-ის 13%-ს აგენერირებენ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკაში ფულადი გზავნილების წილით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.9 მლნ აშშ დოლარი (77.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მაისის (13.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 68.5%-ით მეტია.