ბოლო რამდენიმეა დღეა არ წყდება ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების პირობების შესურულებლობის გამო. კრიტიკა, ძირითადად, მოსამართლეთა შერჩევის საკითხს ეხება. საქმე ის არის, რომ 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, “უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა”, თუმცა “ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული ჰქონდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი არ შეაჩერა. 12 ივლისს საქართველოს პარლამენტმა 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში დანიშნა.
„19 აპრილის შეთანხმების პირობების დარღვევა, ფაქტობრივად, სილის გაწნაა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის“, - ასე აფასებს bm.ge-სთან ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ევროპიდან, ისე აშშ-დან გაკეთებულ განცხადებებს და იმ ფაქტორებზე საუბრობს, რამაც პარტნიორები ძალიან შეაშფოთა და იმედგაცრუებული დატოვა.
„სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ძალიან მწვავე განცხადებები კეთდება, განსაკუთრებით, მოსამართლეების დანიშვნაზე და მათგან ასეთ რეაქცია არაა გასაკვირი, რადგან სასამართლოს რეფორმა უმნიშვნელოვანესია და ვის თუ არა ამერიკელებს და ევროპელებს, ეს ძალიან კარგად ესმით. სასამართლო სისტემა ხომ ხელისუფლების ყველაზე განყენებული და უმაღლესი შტოა, რომლის დახმარებითაც თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაგჩაგრა ან საკანონმდებლო ორგანომ მიიღო სულელური გადაწყვეტილება და დაგაზარალა, სამართალი უნდა იპოვო სასამართლოში. ისიც ფაქტია, რომ ეს არა მარტო მათ ესმით კარგად, არამედ ბიძინა ივანიშვილსაც და ამიტომაც არის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან თეა წულუკიანი და ბიძინა ივანიშვილი სასამართლო სისტემის თავისი გავლენის ქვეშ მოგდებაზე მუშაობენ, რადგან თუ სასამართლო შენია, შეიძლება, გარეგნულად ძალიან დემოკრატიულად გამოიყურებოდე, მაგრამ ყველაფერს მიაღწიო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი