24.ივლისი .2020 10:09

19 ახალი ინფიცირებული, 1 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

views 514
უკან

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 19-ით, 1104-მდე გაიზარდა. Stopcov.ge-ს ინფორმაციით, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 912 და ეს მაჩვენებელი 1-ით გაიზარდა.


 

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 5 სოფელ გაჩიანიდან არის, 2 კი იმპორტირებულია. ინფიცირებულებიდან 1 სამედიცინო პერსონალია, სამ შემთხვევაში კი ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს.


განახლებული სტატისტიკა კი ასეთია:
გარდაცვლილი - 16
კარანტინის რეჟიმში - 5936
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 საქართველოს მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა