მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

19 ოქტომბერს, წინანდლის მამულში რიგით მე-3 ფესტივალი - "Jazz and Wine" გაიმართება

5d9afae3b36df
თელარა გელანტია
07.10.19 12:41
2313
ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას: ოზ ნოის ტრიო ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად, ბრიტანული ჯგუფი "MF ROBOTS" და იტალიური ბენდი "Sugerpie & Candymen".


„Jazz and Wine"-ის ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციას და ჯაზური მუსიკის ფონზე სტუმრებს საშუალებას მისცემენ სხვადასხვა სახის ღვინო დააგემოვნონ; იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო კი სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს.

თიბისი სტატუსი საკუთარ მომხმარებელს ფესტივალზე დასასწრებ ნაკრებს სპეციალური პირობებით სთავაზობს:

ნაკრები 2 პერსონაზე - ფესტივალის ბილეთები და განთავსება "რადისონ ქოლექშენში" 19-20 ოქტომბერს - 900 ლარი.

ნაკრები 2 პერსონაზე - ფესტივალის ბილეთები და განთავსება "Park Hotel"-ში 19-20 ოქტომბერს - 500 ლარი.


თიბისი სტატუსის მომხმარებლები კონცერტების ბილეთის tkt.ge-ზე შეძენისას 20%-იანი ქეშბექითაც ისარგებლებენ.



წელს "Jazz & Wine"-ის პარტნიორია ქართული ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი", რომელიც სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტის - ტესლა მოდელ 3-ის გამოცდას გეგმავს. ელონ მასკის ტესლა მოდელ 3 უკვე აიქარის გაზიარების სერვისშია. „Jazz & Wine" – ის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს, მხოლოდ წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა გამოსცადოს ელექტრო-მობილი და ნახოს მისი უნიკალური შესაძლებლობები.



ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ - TKT.GE-ზე.



ფესტივალის პროგრამა:

19 ოქტომბერი, შაბათი


· 13:00-15:00 საათი, წინანდლის პარკი - ტესლა მოდელი 3-ის ტესტ-დრაივი;

· 14:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი - Sugerpie & Candymen-ის კონცერტი,:

ქართული ღვინის დეგუსტაცია;

მაურიციო სიცილიანოს კულინარიული შოუ (იტალია)

· 19:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი - ოზ ნოის ტრიოს კონცერტი ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰისლიპთან ერთად;

· 22:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი - MF ROBOTS" -ის შოუ
(NS)