28.სექტემბერი .2020 12:11

19 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში დაიწყება

views 628
უკან

უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სასწავლო პროცესი 19 ოქტომბერიდან აუდიტორიებში გადავა. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება, რათა ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს.

„19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველგან სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში, შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, არამედ აუდიტორიებში განაახლებენ თავის ფუნქციონირებას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კითხვაზე - რაზე დაყრდნობით შეირჩა გახსნისთვის ეს თარიღები, მინისტრმა უპასუხა: „ჩვენ ვაკვირდებით. ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით შეირჩა ეს თარიღები. 12-იც (ბაღების ამოქმედების თარიღი) და 19-იც (უმაღლესი სასწავლებლების ამომქმდების თარიღი) არის ორშაბათი და ეს ეტაპობრივად მოხდება“.