მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1941 ახალი Covid-ინფიცირებული: ბოლო სტატისტიკა

5f93d132bf112
სალომე მეცხვარიშვილი
24.10.20 11:20
877
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 941 შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად საქართველოში კორონაინფიცირებულების რიცხვმა 26 503-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge ავრცელებს.

გარდაიცვალა 10 ადამიანი და ქვეყანაში ინფექციით გარდაცვლლთა რაოდენობამ 193 შეადგინა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 412 ადამიანი და მათმა რიცხვმა მთლიანობაში 10 163 შეადგინა.

კორონავირუსის ზოგადი სტატისტიკა კი ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 26503
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 10163
მათ შორის გარდაცვლილი - 193
კარანტინის რეჟიმში - 4180
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3571
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1848
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41