05.დეკემბერი .2019 00:10

1995 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური გაფიცვა საფრანგეთში - მოსალოდნელია სატრანსპორტო კოლაფსი

views 685
უკან

დღეს საფრანგეთში მასშტაბური გაფიცვა იწყება. სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები 5 დეკემბერს პროტესტის ნიშნად სამსახურში გამოცხადებას არ გეგმავენ. ამასთან, გაფიცვაში მონაწილებას აპირებენ სარკინიგზო სექტორის თანამშრომლები, საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები, ასევე მასწავლებლები, ავიაკომპანიების ეკიპაჟის წევრები, საჰაერო დისპეტჩერები, ფოსტის თანამშრომლები და გადამზიდავი კომპანიები. გაფიცვას შეუერთდებიან ცალკეული პროფესიული კავშირების წევრებიც.

ქვეყანაში სატრანსპორტო ქაოსია მოსალოდნელია.

გაფიცვის გამო სარკინიგზო რეისების 90%, ფრენების 20% გაუქმდა, ხოლო პარიზის მეტროს 11 ხაზი მუშაობას შეაჩერებს. ასევე არ იმოძავებს ავტობუსების, ტრამვაის და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დიდი ნაწილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაფიცვა შობამდე შენარჩუნდება.

გაფიცვის მიზეზი მთავრობის მიერ დაგეგმილი საპენსიო რეფორმაა. კერძოდ, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს 42 სხვადასხვა საპენსიო სისტემის გაერთიანება სურს. თუმცა, ეს მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საჯარო სექტორზე, რომელთა წარმომადგენლებიც ამ დრომდე განსაკუთრებული საპენსიო სისტემით სარგებლობდნენ და რომელიც მათთვის რთული სამუშაო პირობების შემთხვევაში ანაზღაურების უზრუველყოფას ითვალისწინებდა.

5 დეკემბრის გაფიცვა ყველაზე მასშტაბური იქნება ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ფრანგული მედიის ცნობით, ბოლო მსგავსი გაფიცვა საფრანგეთში 1995 წელს იყო, როდესაც ქვეყანამ სრული პარალიზება განიცადა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა