მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 617 ახალი დადასტურებული შემთხვევა - კოვიდ-სტატისტიკა განახლდა

60fbb9ce23e47
თამთა ჯიჯავაძე
24.07.21 10:55
752
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 394 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 104 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 290 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 2 617 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 400 698-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.03 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.55 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.15 %.

ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 869 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 371 434-მდე.

რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებლებს, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 665 პირი ემსხვერპლა.