მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 დეკემბერი: დაინფიცირდა 4 033 მოქალაქე, გამოჯანმრთელდა - 4 061

5fc72f8ded6fd
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.20 11:02
484
"ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 143 376-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 061 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 121 621-მდე", - განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსმა 39 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სულ 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე 1 342 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს.