მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 დეკემბრის covid-გეოგრაფია: 4 033 შემთხვევიდან უმრავლესობა თბილისშია

5fc72ed9bc07d
თელარა გელანტია
02.12.20 11:07
479
ბოლო 24 საათში ინფიცირებული 4 033 შემთხვევიდან უმრავლესობა თბილისზე მოდის.

კერძოდ, თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში-402, იმერეთში-624, ქვემო ქართლში-286, შიდა ქართლში-281, გურიაში-84, სამეგრელო-ზემო სვანეთში-273, კახეთში-239, მცხეთა-მთიანეთში-62, სამცხე-ჯავახეთში-68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-9.

შეგახსენებთ: ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 143 376-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 061 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 121 621-მდე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსმა 39 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სულ 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე 1 342 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს.