მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 დეკემბრის კოვიდ-სტატისტიკა - ამჟამად 20 387 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

5fc7d0feaa97c
თამთა ჯიჯავაძე
02.12.20 23:50
553
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 2 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 20 387 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 143 376 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 4 033 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 121 621-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს, ზრდა 4 061 იყო.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1 342-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 39 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 2 დეკემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 1 980 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 798 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 397 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 217 468 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული.