მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2 კვირაში 1 მლნ დოზა ვაქცინა შემოვა“ - პრემიერი

60d18f086c838
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.21 11:20
1485
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2 კვირაში საქართველო ვაქცინის დამატებით დოზებს მიიღებს, რის შემდეგაც ვაქცინაციის ინტენსიური პროცესი დაიწყება.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ის გადაწყვეტილებები გააჟღერა, რომლებზეც დღეს საბჭოზე იმსჯელეს. ჟურნალისტების კითხვას - რომელ ვაქცინას უნდა ველოდოთ აღნიშნულ პერიოდში, პრემიერ-მინისტრმა არ უპასუხა.

„2 კვირაში შემოვა 1 მლნ დოზა ვაქცინა და ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციის ძალიან ინტენსიურ პროცესს“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, ხოლო 1 ივლისიდან „კომენდანტის საათის“ შეზღუდვა მოიხსნება.