16.ივლისი .2021 09:40

$2 მილიონამდე თურქული ინვესტიციით ნატახტარში ავეჯის საწარმო იხსნება

$2 მილიონამდე თურქული ინვესტიციით ნატახტარში ავეჯის საწარმო იხსნება
views 1563
უკან

თურქული ავეჯის მწარმოებელი კომპანია Assia საქართველოში, კონკრეტულად კი ნატახტარში 2 მლნ დოლარის ინვესტიციით აგვისტოს ბოლოს ავეჯის საწარმოს აამოქმედებს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელი ომერ ფარუქ დემირტასი განმარტავს, საქართველოში ავეჯზე მოთხოვნის ამოქმედების შემდეგ კომპანია ჯერ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იქნება ორიენტირებული, შემდეგ კი ექსპორტის მიმართულებითაც გააქტიურდება.

„წარმოშობით ქართველი ვარ და ბავშვობიდან ჩემს სამშობლოში ბიზნესის წამოწყების სურვილი მქონდა და წლების შემდეგ თურქეთში საწარმოო ხაზის გამართვის შემდეგ, ჩემს ქართველ პარტნიორთან ერთად ამ იდეის სისრულეში მოყვანა შევძელით. ქარხანაში ჩვენ როგორც სასტუმროს, ასევე სახლის ავეჯის ვაწარმოებთ და ის სატესტო რეჟიმში უკვე მოქმედებს. წარმადობა იმის მიხედვით განისაზღვრება, როგორი იქნება ავეჯზე მოთხოვნა, თუმცა ამ ეტაპისთვის გვაქვს შეკვეთა ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროდან, რომელიც 150 ნომრიანია და მისი ავეჯით მოწყობას სრულად ჩვენ უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა ომერ ფარუქ დემირტასმა.


აღსანიშნავია, რომ ინვესტორებს სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამებით არ უსარგებლიათ და 2 მლნ დოლარის ინვესტირებით კომპანია Assia-მ 50-მდე სამუშაო ადგილი შექმნა. ქარხანა სრულად ევროპული, თანამედროვე ტიპის დანადგარებითაა აღჭურვილი და ის ძირითადად თურქეთიდან შემოტანილ ნედლეულზე იმუშავებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ პარტნიორები საქართველოში წარმოებული ავეჯის ექსპორტს ევროპის ქვეყნებში გეგმავენ.

„ევროპაში ავეჯის ექსპორტის გამოცდილება თურქეთში მოქმედი საწარმოდან გვაქვს და საქართველოშიც ამოქმედების შემდეგ ავეჯს გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდი ბრიტანეთში გავიტანთ, მით უფრო იმ პირობებში, რომ DCFTA-ის ფარგლებში საქართველოდან ევროპაში პროდუქტის გატანას მარტივად შევძლებთ“, - აღნიშნა კომპანია Assia-ს დამფუძნებელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა