მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 მიზეზი, რის გამოც იანვარში თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა 16%-ით იკლო

5e4107ae1a98f
თელარა გელანტია
10.02.20 11:35
1602
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო აეროპორტებში დაფიქსირდა.

გასულ თვეში საქართველოს აეროპორტები ჯამში 314,079 მგზავრს მოემსახურა, რაც 3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (2019 წელი 324,552 მგზავრი) შედარებით.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარში 211,590 მგზავრს მოემსახურა; ეს მაჩვენებელი 16%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი მგზავრი 252,176).

„ამის მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის მიერ 2019 წლის 8 ივლისს საქართველოსთან ცალმხრივად შეჩერებული საჰაერო მიმოსვლაა, ასევე კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა“, - განმარტავენ აეროპორტების გაერთიანებაში.