დღეს, სასტუმრო „რადისონში“ სადაზღვევო კომპანია არდიმ მულტინაციონალურ საინვესტიციო ფონდ „Gazelle Finance”-თან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის შედეგად “Gazelle Finance” არდის სტრატეგიული აქციონერი გახდა. საინვესტიციო პაკეტის მოცულობა 2 მილიონ აშშ დოლარამდეა, რაც თავის მხრივ, კომპანიის კიდევ უფრო მეტ განვითარებას, გაუმჯობესებულ მომსახურებას და მოწინავე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს. „Gazelle Finance”-ის ინვესტორები თავის მხრივ მოიცავს ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორიცაა - DFC (ყოფილი OPIC) და FMO.
ხელმოწერის ცერემონიალის პარალელურად, არდიმ პრესას და საზოგადოებას სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, დამოუკიდებელი წევრი - ბატონი ვოლფგანგ ვანდი წარუდგინა. მას აქვს 40-წლიანი გამოცდილება სადაზღვევო, საგადამზღვევო, ჯანდაცვისა და პორტფელის საინვესტიციო მართვის სფეროში. ვოლფგანგ ვანდი 2008-2012 წლებში მსოფლიოს უდიდეს სადაზღვევო კომპანია Allianz SE-ს აღმასრულებელი ბორდის თავმჯდომარის პოზიციაზე ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა კომპანიის რეგიონულ მართვას ევრაზიის ქვეყნებში. მანამდე, 6 წლის მანძილზე აღმასრულებელი დირექტორის რანგში ხელმძღვანელობდა ESG - European Specialty Reinsurance Group - Standard & Poors-ის მიხედვით A- რეიტინგის მქონე ყველაზე მსხვილ სადაზღვევო პულს ჯანდაცვის, უბედური შემთხვევისა და სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით, მსოფლიოს უდიდესი გადამზღვევი კომპანიის SwissRe-ს მხარდაჭერით მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის ოფისებში: ბერმუდა, დუბლინი, ლონდონი ჰამბურგი, მოსკოვი, ტორონტო, მაიამი, ჰონგკონგი და კუალა ლუმპური.
ვოლფგანგ ვანდი - არდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
„როგორც აღნიშნული ამერიკული საინვესტიციო კაპიტალის შემოდინება კომპანიაში, ასევე ახალი, უდიდესი გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შემომატება ჩვენს გუნდში, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი არდისთვის, რის შედეგადაც კომპანია განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადადის, რაც მალე აისახება ჩვენი დაზღვეულებისთვის კიდევ უფრო მეტად დახვეწილი მომსახურების შექმნაში. მნიშვნელოვნად შეიცვლება ის ციფრული ეკოსიტემა, რომელსაც დღე არდი იყენებს, როგორც შიდა პროცესების მართვისთვის, ისე ჩვენი დაზღვეულების სამომხმარებლო პლატოფრმებისთვის. ძალიან ვაფასებთ Gazelle Finance-ის უწყვეტ და მზარდ მხარდაჭერას არდის მიმართ, როგორც მრავალი ქვეყნის მასშტაბით აღიარებულ საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორს, რომელიც საუკეთესოდ იცნობს საქართველოს ფინანსური ბაზრის კონიუნქტურებს,“ - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ, არდის გენერალურმა დირექტორმა.
„Gazelle Finance მოხარულია გააგრძელოს პარტნიორობა არდისთან, ამჯერად უკვე როგორც სტრატეგიულმა ინვესტორმა“ - აღნიშნა ჯეფრი ლიბერტმა, Gazelle Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. „ჩვენი საინვესტიციო მხარდაჭერით, არდი გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს კორპორაციული მართვის სტრუქტურის კიდევ უფრო ასამაღლებლად, საერთაშორისო სტანდარტებისა და გლობალური სადაზღვევო ინდუსტრიის შესაბამისად. ამ პროცესის თანმდევია, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში უმაღლესი სადაზღვევო გამოცდილების მქონე აღმასრულებელი წევრის დამატება ბატონი ვოლფგანგ ვანდის სახით“.
„ჩემთვის დიდი პატივია, გავუწიო მეგზურობა არდის, როგორც საუკეთესო მზღვეველ კომპანიას ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, მის მოტივირებულ მმართველ გუნდთან ერთად. კომპანია უკვე წინ უსწრებს კონკურენტებს ტექნოლოგიებზე ორიენტირებული აპლიკაციებისა და მომსახურების სტანდარტების მიხედვით. ჩემს კოლეგა დირექტორებთან ერთად ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ბიზნესის წარმართვას დასავლური კორპორაციული მართვის სტანდარტების შესაბამისად და მოხარული ვარ, რომ მექნება შესაძლებლობა, ჩემი მრავალწლიანი ექსპერტიზა და გამოცდილება გამოვიყენო არდის განვითარების ამ ახალ გზაზე“, - განაცხადა ვოლფგანგ ვანდიმ, არდის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა მოადგილემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი