მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 მლრდ-ის მთავარი წყარო ბიუჯეტია, მაგრამ მთვრობას დონორების იმედიც აქვს

5e85bcedae6c5
ინგა მურუსიძე
02.04.20 15:27
843
"დონორების დახმარების იმედი გვაქვს, მაგრამ მთავარი დატვირთვა ბიუჯეტზე მოდის",  - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს მედია დაინტერესდა, თუ რა გზებით იქნება მობილიზებული ის 2 მლრდ ლარი, რომელსაც მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებისთვის გამოყოფს - იქნება ეს ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა თუ დონორების დახმარება.

მინისტრის თქმით, ძირითადი ნაწილი მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების არის ის თანხა, რომელიც ბიუჯეტში დევს ან უნდა შესულიყო ბიუჯეტში და მთავრობამ ამაზე გააზრებულად თქვა უარი, მაგალითად, იგივე გადასახადების კუთხით.

„ჩვენ ვმუშაობთ ანტიკრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში; არის ისეთი პრიორიტეტები, რომელიც კვლავ უცვლელი რჩება, მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტები; ასევე არის ღონისძიებები, რაც აღარ არის იმდენად აქტუალური ამ ეტაპზე. ფინანსების ძირითადი წყარო არის ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი. დონორების დახმარების იმედი გვაქვს, მაგრამ მთავარი დატვირთვა მოდის ბიუჯეტზე. აქედან გამომდინარე, როცა გვესმის ესა თუ ის მოწოდება, კეთილი თუ არც თუ ისე კეთილი სურვილი, რომ მოდით ესეც გააკეთეთ და ისიც, ყველას ვეუბნებით - ჩვენ გვაქვს კონკრეტული ბიუჯეტი, კონკრეტული რესურსები, რომელსაც ვითვლით, რომ ამ ბრძოლაში ხანგრძლივად დავრჩეთ გამარჯვებული. ყველამ უნდა დაანებოთ თავი სპეკულაციებს. ხედავთ, რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი არის კარგად გააზრებული და ასეც იქნება მომავალში“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის: ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, უცნობია უფრო კონკრეტულად როგორ მობილიზდება 2 მლრდ ლარი ეკონომიკის მხარდასაჭერად და ასევე, რა მიმართულებებით დაიხარჯება.