კვების ობიექტები სახელმწიფოს საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას და რეგულაციების მოხსნას სთოხვენ. ამის შესახებ რესტორან „ზაზანოვას“ დამფუძნებელმა მარინა სალუქვაძემ ჟურნალისტებს შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელთან დარგის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ბიზნესი მზად არის ეპიდვითარების გაუმჯობესებისთვის ჯანდაცვის უწყების მიერ გაჟღერებულ ინიციატივას დაუჭიროს მხარი, რაც "მწვანე ზონების" შექმნას გულისხმობს, თუმცა კვების ობიექტებსაც ესაჭიროებათ ხელშეწყობა, რადგან პანდემიის გავლენით მათი დატვირთვა მნიშვნელოვნად შემცირებულია.
„ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოში მძიმე ეპიდემიოლოგიური მგდომარეობა უნდა დასრულდეს და, რა თქმა უნდა, ბიზნესი ამით დაინტერესებულია.
თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება ბენეფიტები, ჩვენ ამას მივესალმებით. აქ იყო საუბარი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაზე, რეგულაციების მოხსნაზე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სარესტორნო სფეროსთვის 22:00 საათამდე მუშაობა ნიშნავს დაღუპვას და ეს მომხმარებლის 5%-ია. ველით პასუხს და კიდევ ერთ სამუშაო შეხვედრას, სადაც დეტალებს განვიხილავთ“, - განაცხადა მარინა სალუქვაძემ.
მისი ინფორმაციით, რესტორან „ზაზანოვაში“ სტუმრების რაოდენობა ძალიან შემცირდა.
„ხალხი იმდენად სტრესშია, რომ მომხმარებელი ისედაც შემცირებულია. თუ ამ წესებით ჩვენი სტუმრები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ, ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ“, - აღნიშნა „ზაზანოვას“ ხელმძღვანელმა და კითხვას - იქნება თუ არა მისაღები „მწვანე ზონების“ ინიციატივა იმ შემთხვევაშიც თუ სტუმრები კიდევ უფრო შეუმცირდებათ, ასე უპასუხა: „მომხმარებელი ისედაც დაკლებულია. ნუ გაითვალისწინებთ იმას, რომ სწრაფი კვების ობიექტებს მომხმარებელი ჰყავს. ჩვენი სფერო - სარესტორნო ბიზნესი არ ნიშნავს მხოლოდ კვებას. აქ არის სოციალიზაცია, მეგობართან შეხვედრა, კარგი მუსიკის მოსმენა, განტვირთვა და არა ტაშფანდური, რასაც ზოგიერთი ეპიდემიოლოგი ეძახის; როდესმე პანდემია უნდა დასრულდეს, ჩვენ ინიციატივა გვაქვს, რომ ამ დასრულებაში მონაწილება მივიღოთ“, - განმარტა სალუქვაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი