საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანია Flynas- ი რიადიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელებას იწყებს.
როგორც bm.ge-ის ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს, რიადი-თბილისის მიმართულებით რეისები მთელი წლის განმავლობაში შესრულდება. პირდაპირი ფრენები მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყება.
ავიაკომპანია Flynas-ის განაცხადებით, რიადიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამი პირდაპირი რეისი განხორციელდება.
„კომპანიამ გაითვალისწინა მგზავრების მოთხოვნა და გაზარდა ოპერირება ახალი მიმართულებით“, - ნათქვამია ავიაკომპანია Flynas -ის განცხადებაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებენ საუდის არაბეთში, აქედან გამომდინარე, მჭიდროდ თანამშრომლებენ ავიაკომპანიასთან.
მისივე ცნობით, საქართველოს მხრიდან არაერთი მოლაპარაკება გაიმართა, რათა ავაკომპანია სეზონურიდან რეგულარული ფრენებზე გადასულიყო.
რიადი -თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილსა და ავიკომპანია Flynas აღმასრულებელ დირექტორს ბანდერ ალმოჰანას შორის მიმდინარე წლის გაზაფხულზე შედგა.
მოლაპარაკებებში ჩართული იყო საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში.
„საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, გამორჩეული მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს საუდის არაბეთში რაც ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და დამატებითი სტიმულია საქართველოში ახალი ავია რეისების დანიშვნის კუთხით. წარმატებული მარკეტინგული კამპანიისა და ავიაკომპანიის ეფექტური ოპერირების შედეგად საუდის არაბეთიდან საქართველოში მიმდინარე წლის რვა თვეში + 44,6 %-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ავიკომპანია Flynas - ის გადაწყვეტილება მთელი წლის განმავლობაში გადავიდეს ოპერირებაზე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის“, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
ავიაკომპანია Flynas საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს.
Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ავიაკომპანიის ფლოტი უახლესი საჰაერო ხომალდებისგან Airbus A320NEO შედგება, დაარსებიდან დღემდე ავიაკომპანია 40 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა და ეს ციფრი წლიდანწლამდე მზარდია.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი