მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 თვეში 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანა აღიკვეთა

5fc0fb4b56686
ვიქტორია მღებრიშვილი
27.11.20 17:30
569
2 თვეში 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავის შემოტანა აღიკვეთა, - ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრად კონტროლდება.

„მებაჟე ოფიცრების მიერ საბაჟო გამშვებ პუქტებზე: ,,წითელი ხიდი“ და „ლაგოდეხი“ ეჭვისა და რისკის პროფილების საფუძველზე სატვირთო ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ბოლო 2 თვის მონაცემებით, 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად, სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სამართალდარღვევას და სანქციის სახით ითვალისწინებს ფულად ჯარიმას“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტომობილების მძღოლებისთვის სტანდარტული ავზით საწვავის შემოტანა შეზღუდულია და შესაძლებელია თვეში მხოლოდ ორჯერ. რაც შეეხება ტრანზიტულად გადაადგილებულ სატვირთო ტრანსპორტს, დასაშვებია 500 ლიტრი საწვავის შემოტანა.