მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 თვეში ღვინის ექსპორტი რაოდენობრივად უცვლელი დარჩა, მაგრამ შემოსავალი 7%-ით გაიზარდა

5e660650072e5
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.20 13:10
973
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიოს 39 ქვეყანაში 12.1 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იდენტური მაჩვენებელია.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2020 წლის 2 თვეში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და 31 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

„აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღვინის ღირებულების ზრდის მაჩვენებელი, აღემატება რაოდენობრივ მაჩვენებელს, რაც ქართულ ღვინოზე ფასის ზრდის ტენდენციას ადასტურებს. სტაბილურია ასევე ჭაჭისა და ბრენდის ექსპორტი“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.