მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 თვეში საქართველომ ევროკავშირში ექსპორტით $107 მილიონი მიიღო - რას ვყიდით EU-ში?

6057b63bb6efa
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.21 12:08
2455
2021 წლის იანვარ-თებერვალში ევროკავშირში საქართველოდან $107 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, რაც 2020 წელთან შედარებით $1.4 მილიონით (1.3%-ით) ნაკლებია. მთლიანობაში ევროკავშირს საქართველოს ექსპორტის 21.7% უჭირავს. საქსტატის ანგარიშის თანახმად, ევროკავშირში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, რამაც $50.4 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა ამ საქონლის თითქმის ნახევარი რეექსპორტს წარმოადგენს. ევროკავშირში რიგით მეორე საექსპორტო საქონელი არის თხილი. იანვარ-თებერვალში საქართველოდან EU-ში $10 მილიონის ღირებულების 1.6 ათასი ტონა თხილი გავიდა.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი ევროკავშირში (საქონელი რომლის ექსპორტიც $1 მლნ-ს აჭარბებს):

1 მადნები და კონცენტრატები სპილენძის - $50.4 მილიონი; 25.1 ათასი ტონა;
2 თხილი და სხვა კაკალი - $10.2 მილიონი; 1.6 ათასი ტონა;
3 სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $4.9 მილიონი; 29.0 ათასი ტონა;
4 ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - $3.2 მილიონი; 1.0 ათასი ტონა;
5 ყურძნის ნატურალური ღვინოები - $3.2 მილიონი; 1.0 ათასი ტონა;
6 მინერალური და მტკნარი წყლები - $3.0 მილიონი; 4.6 ათასი ტონა;
7 ნაწარმი ხისა, სხვა - $2.9 მილიონი; 1.1 ათასი ტონა;
8 ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისა - $2.8 მილიონი;
9 მსუბუქი ავტომობილები - $1.6 მილიონი;
10 ფეროშენადნობები - $1.3 მილიონი; 1.5 ათასი ტონა;
11 შერეული საქონელი - $1.3 მილიონი;
12 ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - $1.3 მილიონი; 0.2 ათასი ტონა;
13 რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - $1.3 მილიონი; 0.3 ათასი ტონა;
14 ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $1.1 მილიონი; 1.0 ათასი ტონა.

სრულად საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში.