16.იანვარი .2020 19:30

2-წლიანი შეზღუდვის შემდეგ Wikipedia თურქეთში ისევ ხელმისაწვდომია

views 315
უკან

თურქეთის მთავრობამ Wikipedia-ზე 2.5-წლიანი შეზღუდვები მოხსნა, შედეგად ონლიან ენციკლოპედია ისევ ხელმისაწვდომია თურქეთში. ამის შესახებ New York Times-ი იუწყება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ონლაინ ენციკლოპედიის ბლოკირება უკანონოდ ცნო.

თურქეთის მთავრობამ Wikipedia 2017 წელს დაბლოკა, მას შემდეგ, რაც ვებგვერდზე გამოჩნდა სტატიები ანკარის სირიელ ჯიჰადისტებთან თანამშრომლობის შესახებ.

გასულ მაისში, Wikipedia-მ თურქეთის მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლა.