მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 013 აქტიური შემთხვევა - 27 ნოემბრის კოვიდ-სტატისტიკა

5fc131f85dd30
თამთა ჯიჯავაძე
27.11.20 23:50
794
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 27 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 20 013 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 123 470 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 4 780 იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3 489-ით 102 270-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1 161-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში 37 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 27 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 114 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 863 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 251 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 171 530 მეტი PCR ტესტია ჩატარებული.