დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 20 305 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 3 216 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 113 986-მდე გაიზარდა.
გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1 267-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში 37 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, 30 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 104 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 857 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 383 პირია.
NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 198 008 მეტი PCR ტესტია ჩატარებული.