მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 305 ინფიცირებულიდან 10 065 ბინაზე მკურნალობს

5fc49d7b93817
ინგა მურუსიძე
30.11.20 11:30
386
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, 20 305 covid-ინფიცირებულიდან 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 10 065 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

როგორც სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 104 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-455, აჭარაში-1 042, ხოლო იმერეთში-35.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 305. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 798, აჭარაში-991, იმერეთში-1 240. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 038 პირი, მათ შორის, თბილისში-488, აჭარაში -165, იმერეთში-217.

3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282- თბილისში, 2 023-აჭარაში, 270-იმერეთში. 10 065 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, - განაცხადა სიჭინავამ.

გარდა ამისა, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 822 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 901 პირი, აჭარაში-12 485, იმერეთში-4 986.