მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 აგვისტომდე AirBaltic-ის კვირაში 1 ფრენა ეპიდთვალსაზრისით გამართლებულია - მინისტრი

5f2001c33d79d
თელარა გელანტია
28.07.20 14:44
926
საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება.

როგორც bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, 20 აგვისტომდე AirBaltic-ი თბილისი-რიგას შორის რეგულარულ ავიარეისებს კვირაში ერთხელ შეასრულებს.

„ამით, როგორც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ესტუმრონ ბალტიის ქვეყნებს, ასევე ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი სტუმრები შეძლებენ, ჩამოვიდნენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება შედგა ფრენის სიხშირეებთან დაკავშირებით. 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე შესრულდება კვირაში ერთი ფრენა, რაც გამართლებულია ეპოდემიოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, თუკი კოვიდ-თან დაკავშირებული ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, კვირაში უკვე ორი ფრენა შესრულდება,“ - განაცხადა მინისტრმა.