მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 იანვარი: covid-19-მა 14 მოქალაქე იმსხვერპლა

6007c94a3abd9
ინგა მურუსიძე
20.01.21 10:57
546

სპეციალურ გვერდზე stopcov.ge ინფორმაცია განახლდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 14 მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში covid-19-ით სულ 2987 ადამიანია გარდაცვლილი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 122 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 425 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 934-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 792 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 236 922-მდე.