მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 ივნისის აქციასა და გუშინდელ აქციას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არასწორია - კვირიკაშვილი

60e46c1be8d5d
ინგა მურუსიძე
06.07.21 18:56
1090
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციასა და გუშინდელ აქციას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არასწორია და ეს მოსაზრება კატეგორიულად მიუღებელია.

„ვფიქრობ, აბსოლუტურად განსხვავებულ ორ მოვლენასთან გვქონდა საქმე. 20 ივნისს პოლიციის ქმედება იყო სხვაგვარი, შედეგებიც დადგა სხვაგვარი. ჩემი აზრით, გიორგი გახარია რომ გადამდგარიყო შს მინისტრის პოსტიდან, როგორც მინიმუმ, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, ის დღეს პოლიტიკურად გაცილებით წელგამართული იქნებოდა. ჩემი ეს მოწოდება მაშინ გახარიას ინტერესებიდან გამომდინარე იყო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში". 

ის შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნას „მთლად ადეკვატურად არ აფასებს“.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულშემატკივრობს თუ არა ის ამ დღეებში მთავრობას, კვირიკაშვილმა ასეთი პასუხი გასცა: „ამ სიტუაციაში მათ [მთავრობამ] გააკეთეს რაღაც, რაც შეიძლება არ იყო საკმარისი, მაგრამ დამნაშავეებად და წამქეზებლად მე ვერ ვხედავ. გუშინ ვერ მოვისმინე ვერც ერთი წამქეზებლური სიტყვა და დამნაშავეებად და წამქეზებლებად ვერ ვხედავ. არ მგონია ეს მოვლენები იყოს იმის ტოლფასი, რომ ასეთი ტიპის საკითხები დადგეს“.