მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 მარტს Covid-საწინააღმდეგო ვაქცინაცია მხოლოდ 3 რეგიონში ჩატარდა

62383048761c9
ვიქტორია მღებრიშვილი
21.03.22 11:57
303
21 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ 2 842 541 აცრაა ჩატარებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 356 232, რაც 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 47.2%-ია; სრულად ვაქცინირებულია 1 253 736 ადამიანი , ანუ ზრდასრული მოსახლეობის 43.6%; ბუსტერ დოზით აცრილია 229 598 პირი;

რაც შეეხება მოზარდებს, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 089 (2.31%) სრულად კი 3 234(1.82%) პირი; 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 574 (15.51%) სრულად 11 137 (13.73%) პირი;

NCDC-ის ცნობით, გუშინ 20 მარტს ჩატარდა 130 აცრა საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 3 რეგიონში ჩატარდა. აცრების მაჩვენებელი ასეთია: თბილისი - 116; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 11; იმერეთი -3. ქვეყნის სხვა რეგიონებში გუშინ - კვირა დღეს აცრების მაჩვენებელი 0 იყო.